განათლების სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. უწყების ცნობით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. სამინისტრო განმარტავს, რომ დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში, საჯარო სკოლებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი. "ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო", - წერია უწყების განცხადებაში. ასევე ნახეთ დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში - ლაივბლოგი დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვითარება დღითიდღე მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა. ასევე ნახეთ მოხალისეები: გურიაში შველას 600-ზე მეტი ადამიანი ელოდება მსხვერპლი, მოწყვეტილი სოფლები, დანგრეული სახლები - ბოლო ამბები სტიქიაზე „ხუთი დღე ჰპირდებოდნენ ტრაქტორი მოვაო, თოვლმავალზე შემოვისვით მამაო და ისე წამოვიყვანეთ“, - რას ჰყვებიან მოხალისეები "80 წლის მამაჩემი ცდილობს გზის გაკვალვას, 76 წლის დედაჩემი უკან მიყვება, რომ გადარჩნენ" - ორმეთში მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვენ "ამ ჭიშკარს შიგნით ცხოვრობს 89 წლის ქალბატონი" - გურიის სოფლებში შველას ითხოვენ დიდთოვლობაში მოყოლილები ...