შსს-ს პრესსამსახურის გავრცელებული ფოტომასალიდან ირკვევა, რომ ვერტმფრენში ამ დროს კიდევ ცხრა ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, უწყების პრესსამსახურის უფროსი, ფოტოგრაფი, ოპერატორი და ოზურგეთის მერი.три საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 23 თებერვლიდან მოსული დიდი ნალექის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. მოსახლეობის ნაწილი პირველადი საჭიროებების გარეშეა დარჩენილი. ასევე ნახეთ “პატრონი არ გვყავს” - გურიასა და აჭარაში მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს ლევან ჟორჟოლიანის ცნობით, მაგისტრალების ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, „რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, ეს არის შიდა სოფლის გზები, აქ მუშაობა ძალიან რთულია“. ...