28 თებერვალს ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარმა მწვავე კონფლიქტმა მძაფრი რეაქციები გამოიწვია მსოფლიოს გარშემო - იმ ფონზე, როცა არადიპლომატიური, ხმამაღალი კამათი კითხვის ქვეშ აყენებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მიმართულ ძალისხმევას. ტრამპმა ზელენსკი ღიად დაადანაშაულა "უმადურობაში", მოგვიანებით ბრალი დასდო იმაში, რომ იგი "მშვიდობისთვის მზად არ არის" და შეერთებული შტატების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა "სანუკვარ ოვალურ ოფისში". კონფლიქტს გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი - მისი თქმით, ზელენსკი "სწორია", რადგან "გარანტიების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია". "ცეცხლის შეწყვეტა გარანტიების გარეშე არის გზა მთელი ევროპის კონტინენტის რუსეთის მხრიდან ოკუპაციისკენ", - წერს შმიჰალი პლატფორმაზე X. три პლატფორმაზე X უკრაინულ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებს ზელენსკისადმი მიმართვას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი - "თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი. თქვენ მარტო არასდროს არ ხართ, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის". три ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი პლატფორმაზე X შემდეგ ტექსტს აქვეყნებს: "უკრაინა ევროპაა! ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ აგრესორის მოგერიება. დღეს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავისუფალ მსოფლიოს ახალი ლიდერი ესაჭიროება. და ეს გამოწვევა ჩვენ, ევროპელებმა უნდა მივიღოთ". три საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში აგრესორი რუსეთია. "არსებობს აგრესორი, და ეს არის რუსეთი. და აგრესიას დაქვემდებარებული ხალხი, რომელიც უკრაინაა" - უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს და დასძინა - "ჩვენ სწორი ვიყავით, როცა სამი წლის წინ უკრაინას ვეხმარებოდით და რუსეთს სანქციებს ვაკისრებდით, და გავაგრძელებთ ამის კეთებას". три ინციდენტს გამოეხმაურა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი, სავარაუდო კანცლერი ფრიდრიხ მერცი. "ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ კარგ დროშიც და განსაცდელშიც. ამ საზარელ ომში აგრესორი და მსხვერპლი არასოდეს უნდა აგვერიოს" - წერს ის პლატფორმაზე X გამოქვეყნებულ ტექსტში. три ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ასევე პლატფორმაზე X წერს: - "ფინეთი დგას ხალხის, და ხალხის არჩევა...