„სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი“, - დაწერა ნათია მეზვრიშვილმა 12 მარტს ფეისბუკზე.რამდენიმე საათით ადრე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა უკვე ჰქონდა მისჯილი, კიდევ ერთ საქმეზე - დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რასაც მედიაში „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ - მიუსაჯეს პატიმრობა, ამჯერად 9 წლით. ასევე ნახეთ სააკაშვილს „პიჯაკების საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - მას 2030 წლამდე უწევს პატიმრობა სასამართლომ ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას, - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, - 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.დაცვის მხარე, - ასევე, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა არაერთი ოპოზიციური ჯგუფი, - საქმეს და ამ გადაწყვეტილებასაც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.„დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო“, - დაწერა სააკაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ. ასევე ნახეთ დამპყრობლის ნება აღსრულდა - სააკაშვილი ახალ განაჩენსა და პატიმრობის გახანგრძლივებაზე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პოზიციონირებს, როგორც ძალა, რომლის მიზანია „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულება ისე, რომ ხელისუფლებაში არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ასევე ნახეთ ორი 100%-იანი გარანტია - რით აწონებს თავს გახარია და მისი პარტია ამომრჩეველს ...