საიას ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სახის ამომცნობი კამერების გამოყენებას აგრძელებს და ამ პროცესში, სავარაუდოდ, უკანონოდ იქცევა.„უთვალთვალებენ, რას კითხულობს მოქალაქე“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოყოფს ერთ შემთხვევას, რასაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მათი ერთ-ერთი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქის შემთხვევისას აღმოაჩინეს.საიას თანახმად, 2025 წლის იანვარში ჩატარებული ერთ-ერთი აქციის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც შსს-ს მტკიცებულების სახით აქვს წარდგენილი სასამართლოში, დაფიქსირებულია, როგორ ადევნებენ თვალს კამერით რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს „ლაივ რეჟიმში“. ასევე ნახეთ 112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა კერძოდ, საიას ცნობით, ვიდეოში ჩანს:როგორ მოძრაობს კამერა კონკრეტულად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადაადგილდება აქციის მონაწილე;შემდგომ მოქალაქე დგას ვიდეოსამეთვალყურეო კამერისგან ზურგით და რაღაც დოკუმენტს კითხულობს;„ამ დროს კადრს აახლოებს შესაბამისი [მოთვალთვალე] პირი იმგვარად, რომ სრულად გარჩევადია, თუ რას კითხულობს მოქალაქე“.საიას დასკვნით, ეს მიუთითებს, რომ აქციის მონაწილის გადაადგილების ზედამხედველობა და კონკრეტული კადრების მიახლოება ხორციელდება ლაივრეჟიმში. ასევე ნახეთ როგორ იყენებს ქართული პოლიცია რუსულ პროგრამებს და საექსპერტიზო ტექნიკას „ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ კამერების მართვა ხდება კონკრეტული პირის/პირების მიერ მექანიკურად. ვიდეო ჩანაწერიდან იკვეთება, რომ კამერების მიახლოებით შესაძლებელია არა მარტო პირების იდენტიფიცირება, არამედ, სხვა ტიპის ინფორმაციების მიღება, მაშინაც კი, როდესაც ეს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სამართლებრივ კავშირში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან“, - აცხადებს საია.თუმცა, ორგანიზაციის თანახმად, გაუგებარია, „რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ვიდეოკამერისგან ზურგით მდგომი საპროტესტო აქციის მონაწილის ხელში არსებული ფურცლების იმგვარად მიახლოება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება, რომ შესაძლებელი გამხდარიყო არსებული ტექსტის წაკითხვა“. три „საგანგაშო“ პრაქტიკა „მოქალაქეთა დაშინებისთვის“საიას შეფასებით, საგანგაშოა, რომ სამინისტრო „ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ფორმით მოპოვებას“.ამასთან, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს პრაქტიკა მიზნად ისახავს საპროტესტო აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვას - შიშისა, რომ „სახელმწიფო არამხოლოდ მათ იდენტიფიცირებას მოახდენს და სოლიდურ ჯარიმას დააკისრებს, არამედ უთვალთვალებს კიდეც“.საიას თანახმად შსს სამართალდარღვევის საფუძვლით საქმის წარმოებისას სახის ამომცნობ...