„მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის“, - წერს გიორგი ჩიკვაიძე.ის მიმართავს ოჯახის ახლობლებსა და ნაცნობებს:„ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე. მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“.გუშინ, 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა. ასევე ნახეთ ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს პროკურორი ამბობდა, რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზეც, რის გამოც უნდა შეცვლილიყო მათი აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით:„მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, ის [გიორგი ჩიკვაიძე] იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიება ახალი გარემოებაა აღკვეთის ღონისძიების გადასახედად“. ასევე ნახეთ გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი ფინანსურმა პოლიციამ „გადაუდებელი აუცილებლობით“ გაჩხრიკა მოსამართლე იზა კელენჯერიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ჩიკვაიძეს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი პაპიაშვილი კი გაათავისუფლეს. ასევე ნახეთ „ხვალ დამაკავებენ“ - ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე და რატომ შეიძლება ის სამიზნე გამხდარიყო ასევე ნახეთ ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საქმე38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, რამდენიმე თვეა ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, „ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე საუბრობს.ბიზნესპარტნიორების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა მათი ყოფილი კლიენტის, სამშენებლო კომპანია ETS Building-ის მფლობელის, ელგუჯა თურმანიძის მიმართვის საფუძველზე. ბიზნესმენებს ფულის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.ETS Building-ის ადვოკატებმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აღწერეს, რა უძღოდა 2024 წლის იანვარში ჩიკვაიძის წინააღმდეგ პროკურატურაში მათი საჩივრის შეტანას. ვიტალი ხალვაშის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას, „რამზეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 1...