ევროკავშირმა შეძლო უნგრეთის ვეტოს დაძლევა, მედია იუწყებოდა, რომ უნგრეთი სანქციების სიიდან რვა ადამიანის ამოღებას ცდილობდა, შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი ოთხი ადამიანის ამოღებას ითვალისწინებდა.Reuters-ის თანახმად ელჩები შეთანხმდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე და სიიდან ამოიღეს სამი გარდაცვლილი ადამიანი. უნგრეთის ზეწოლის მიუხედავად, სიაში დარჩა რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი.საფინანსო კონცერნ “ალფა-ჯგუფის” თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი ლუქსემბურგის ხელისუფლებას სთხოვს თითქმის 16 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას. ფრიდმანს მიაჩნია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, უკანონოდ მოახდინა მისი აქტივების კონფისკაცია.წყაროების თანახმად, ფრიდმანის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის ეს ოდენობა სათუოა, ვინაიდან ზუსტად ვერ ფასდება - ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიზნესმენი ვერ ქირაობს ექსპერტ-შემფასებლებს ევროკავშირში, ხოლო მის ლუქსემბურგულ კომპანიებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ინფორმაციის გაზიარება. ასევე ნახეთ მიხაილ ფრიდმანი ლუქსემბურგისგან თითქმის 16 მილიარდი დოლარის კომპენსაციას მოითხოვს სანქციების ვადა 15 მარტს იწურებოდა.უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, რუსეთს მრავალი სახის სანქცია აქვს დაკისრებული ევროკავშირის, აშშ-ის და მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნის მიერ. ასევე ნახეთ აშშ რუსულ ენერგო გადახდებზე და ბანკებზე სანქციებს ამკაცრებს ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება „დამანგრეველი“ სანქციები იქნეს გამოყენებული ვის შეაქვს ძვირად ღირებული და სანქცირებული მანქანები რუსეთში და ვინ იცავს მათ ჩინეთს უნდა, სათავისოდ გამოიყენოს დაძაბულობა აშშ-სა და ევროპას შორის ტრამპმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა რუსეთისათვის დაწესებული ზოგიერთი სანქცია ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-16 პაკეტის მიღება ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს უნგრეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდნენ სანქციების მაკონტროლებელი ჯგუფის გაუქმების ფონზე ტრამპი მზად არის რუსეთს სანქციები გაუმკაცროს ...