დრონებით თავდასხმის გამო გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბუჩის რაიონში დაიჭრა 60 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე რაიონში დანგრეულია 9 კერძო სახლი. კალაშნიკის ცნობით, სახლი დაზიანდა კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონშიც.უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღამის პირველი საათისთვის რუსული დრონი დაეცა კრასნოპოლსკის საავადმყოფოს შენობის სახურავს. მსხვერპლი არ არის. სამედიცინო დაწესებულებიდან ევაკუაცია განხორციელდა.რამდენიმე საათით ადრე, რუსული დრონი დაეცა ქალაქ სუმის საოლქო კლინიკური საავადმყოფოს სახურავსაც. ასევე ნახეთ ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, ზავი დაიწყოს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთმა ისევ შეუტია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რაც ადასტურებს, რომ მასზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ზელენსკის განცხადებით, პუტინმა ფაქტობრივად, უარყო ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადება, ამიტომ სწორი იქნება, თუ პასუხად მსოფლიო უარყოფს პუტინის ნებისმიერ მცდელობებს, გაახანგრძლივოს ომი.უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, აუცილებელია გაგრძელდეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები, უკრაინის დახმარება და მუშაობა უსაფრთხოების გარანტიებზე. ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების რეალურად შეწყვეტა იქნება იმის დასტური, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს.18 მარტს, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარეთა შეთანხმებით, სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტით და გაიმართება ტექნიკური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში, ასევე, ცეცხლის სრულად შეწყვეტასა და სრულ მშვიდობაზე. ასევე ნახეთ კიევში შიშობენ, რომ აშშ დათანხმდება ოდესის პორტზე რუსეთის კონტროლს პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრამდე ერთი კვირით ადრე, 11 მარტს საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება, რომლის შედეგად კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ წინადადებაზე თანხმობა არ უთქვამს.რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული ...