ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა არქივმა დაიწყო პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯაროდ გამოქვეყნება.საიდუმლო მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის 23 იანვარს მიიღო.ეროვნული არქივის საიტზე მასალების პირველი ნაწილი 18 მარტს გამოქვეყნდა.საერთო ჯამში, 80 000-ზე მეტი დოკუმენტის გასაჯაროება იგეგმება. ასევე ნახეთ ყველა თავდასხმა ამერიკის პრეზიდენტებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის ნოემბერში დალასში მოკლეს.გამოძიების თანახმად, პრეზიდენტი კენედი მოკლა აშშ-ის მოქალაქე ლი ჰარვი ოსვალდმა, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა.მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ყოფილ საზღვაო ქვეით ლი ჰარვი ოსვალდს, რომელიც დანაშაულს უარყოფდა, დაკავებიდან რამდენიმე დღეში, პოლიციის განყოფილებიდან საპატიმროში გადაყვანის დროს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ.პრეზიდენტ კენედის მკვლელობა დღემდე რჩება სპეკულაციების და შეთქმულების თეორიების საფუძვლად. ...