რუსეთთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე რთული იქნება ტერიტორიების საკითხი. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა მედიისთვის გამართულ ონლაინბრიფინგზე.უკრაინის პრეზიდენტმა ბრიფინგი 19 მარტს, ღამით, გამართა, რასაც წინ უძღოდა მისი სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.„ტერიტორიების საკითხი იქნება ყველაზე რთული. მე ამას ვგრძნობ, ჩვენ ეს გვესმის. ეს ჩვენთვის ყველასთვის გამოწვევა იქნება. ამ საკითხებში უკრაინას მაქსიმალურად დავიცავთ, მაგრამ იოლი არ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ესმის, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად იურიდიულად არასდროს აღიარებს.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს უკრაინაში არის გაჭრილი და გაყოფილი ქალაქები და თუ არსებული ხაზები დარჩება, ისინი იქცევიან უსიცოცხლო ადგილებად, რადგან ნახევარ ქალაქში დაბრუნებას არავინ მოისურვებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ იგივე მოხდება დიდ ქალაქებშიც, „ეს იქნება ბერლინი“(მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაყოფილი).„მე ეს გულახდილად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს. გვინდა ბერლინი? გვინდა ბევრი ასეთი ქალაქი? ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, რომ ეს არ არის ვარიანტი. ბერლინის კედელი ეს არ არის ვარიანტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ასევე ნახეთ რუბიო და უოლცი: ზელენსკისთან საუბარში ტრამპმა უკრაინის ელექტროსადგურების უსაფრთხოებისთვის აშშ-ის ჩართულობაზეც ილაპარაკა უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.ერთი თვით ადრე, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა.11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმაც. კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე საუდის არაბეთში მოლაპარაკებები 23 მარტს უნდა განახლდეს.აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არაერთხელ განაცხადეს, რომ დათმობა ორივე მხარეს მოუწევს, მათ შორის - უკრაინას ტერიტორიების საკითხში. ასევე ნახეთ ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა - და მაინც, რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი? რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მ...