გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ჯერ კიდევ ემოციურად გამოფიტულია, რის გამოც ვერ შეძლებს შეძლებს ჩვენების მიცემას საპარლამენტო კომისიისათვის, რომელიც იძიებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის (Nord Stream 2) მშენებლობის გარემოებებს. როგორც „გერმანული ტალღა“ (DW) იუწყება ჟურნალ Der Spiegel-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ განაცხადა ყოფილი პოლიტიკოსის ფსიქოლოგმა.ექსპერტის თქმით, გერმანიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ახლა თავს ოდნავ უკეთ გრძნობს, თუმცა, შრიოდერს ჯერ კიდევ არ შეუძლია გაუძლოს ხანგრძლივ დაკითხვას, რადგან „ყოფილი პოლიტიკოსი სწრაფად იღლება და ვერ ახერხებს რაიმეზე კონცენტრაციის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში“, - ამბობს ფსიქოლოგი.გერჰარდ შრიოდერს 2025 წლის იანვრის ბოლოს უნდა მიეცა ჩვენება მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის ლანტაგში (პარლამენტში), მაგრამ ექს-კანცლერის წარმომადგენელმა წარადგინა ცნობა, რომ ყოფილ პოლიტიკოსს რესპირატორული დაავადება აწუხებდა. 4 თებერვალს 80 წლის შრიოდერის ადვოკატმა განაცხადა, რომ ყოფილი კანცლერი საავადმყოფოში იმყოფებოდა ემოციური გამოფიტვის გამო, რაც მისმა ექიმმაც დაადასტურა. ამ მიზეზით, შრედერი "უახლოეს მომავალში" ვერ შეძლებს "გაუმკლავდეს ფიზიკურ და ფსიქიკურ სტრესს, რომელიც დაკავშირებულია ხანგრძლივ - განსაკუთრებით საჯარო - დაკითხვასთან", - განაცხადა ადვოკატმა. ასევე ნახეთ გერმანიის ყოფილი კანცლერი მოსკოვში ჩავიდა და „როსნეფტის“ ოფისთან დასახლდა DW-ს მიხედვით, მეკლენბურგ-წინა პომერანიის ლანტაგის კომისია იკვლევს 2021 წლის იანვარში შექმნილი „კლიმატისა და გარემოს დაცვის“ ფონდის საქმიანობას. სინამდვილეში ფონდმა დიდი სამუშაო გასწია, ამერიკული სანქციების გვერდის ავლით, „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულებაში, რისთვისაც „გაზპრომისგან“ 20 მილიონი ევრო მიიღო. ამ ცნობის გავრცელებამ აღმოსავლეთგერმანიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრის, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წევრის, მანუელა შვეზიგის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.შრიოდერი, რომელიც ხელმძღვანელობდა SPD-ს, ასევე იყო „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული კომპანიის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) ოპერატორის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. როგორც Der Spiegel წერს, 2020 წლის ზაფხულში, როდესაც ჯერ კიდევ განიხილებოდა „კლიმატისა და ეკოლოგიის დაცვის ფონდის“ შექმნა, შვეზიგი და შრიოდერი ერთმანეთს შეხვდნენ კუნძულ უზედომზე მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე, რის შემდეგაც ერთად გაემართნენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც სამსაათიანი საუბარი ჰქონდათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირთან, მატიას ვარნიგთან. ვარნიგი იყო „ჩრდილოეთის ნაკადის“ (Nord Stream) აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ააგო მილსა...