„ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ, ჩვენ გვჯერა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს რეგიონში არის რეალური შესაძლებლობა, გადავფურცლოთ მტრობის გვერდი და დავამყაროთ ნამდვილი მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბრაზილიაში ვიზიტისას.ბრაზილიის ერთ-ერთ უმსხვილეს და გავლენიან ადგილობრივ გაზეთ Folha-სთან ინტერვიუში, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის დროს, მირზოიანმა ასევე თქვა:„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს მუდმივად შემოაქვს სხვადასხვა ახალი, მე ვიტყოდი, ხელოვნური წინაპირობები სამშვიდობო დღის წესრიგში, რაც ართულებს შეთანხმების ხელმოწერას და, ასე ვთქვათ, ინსტიტციონალიზებული მშვიდობის დამყარებას“.მან ასევე განაცხადა, რომ „მიზანი თითქმის მიღწეულია“.ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის შემდეგ, 2025 წლის 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებიდან 10 დღის შემდეგაც კი მხარეებს დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერიათ.თავდაპირველად, როგორც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური იუწყება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა გამოაცხადა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.მოგვიანებით ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებამაც დაადასტურა.მინისტრმა ბაირამოვმა განაცხადა ისიც, რომ სომხეთი დაეთანხმა აზერბაიჯანის იმ შეთავაზებას, რაზეც აქამდე თავს იკავებდა, - სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებას.სომხეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ დაეთანხმა ორ აქამდე შეუთანხმებელ დებულებას:ერთი მათგანი კონსტიტუციის ცვლილებას ეხებამეორე კი - ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლას. ეს ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფია, - რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით, - რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებს იძიებდა. წლებია, ის ფაქტობრივად არ მუშაობს.სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, - რომელიც წლების წინ აცხადებდა, რომ „ყარაბაღი სომხეთია და მორჩა“, 2025 წლის 22 მარტს სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა:„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვაღიარეთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, და აზერბაიჯანმა აღიარა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ მზად ვართ, დავაფიქსიროთ, რომ კონფლიქტური ვითარება აღარ არსებობს“.შეთანხმებული დოკუმენტის სახელწოდებაა „შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“. ასევე ნახეთ „ისტორიული ნაბიჯი“ - თბილისი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებას გასულ კვირაში ფაშინიანმა სა...