ასზე მეტი ორგანიზაცია საერთო განცხადებას ავრცელებს, "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ, აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, FARA-ს „სიტყვა-სიტყვით თარგმანზე”. „ქართული ოცნების“ თანახმად, ინიციირებული ვარიანტი საქართველოს მოარგეს.გაცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ "აშშ-ში მოქმედი “ფარა” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს"."ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული “ფარა”-ს პირდაპირ თარგმანს აინიცირებს.ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა.უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი. ასევე ნახეთ ვგმობთ ამ კანონს, ეგზისტენციალური საფრთხეა საქართველოს დამოუკიდებელი პრესისათვის - CPJ „FARA-ს ქართულ ასლზე“ შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული - ვემსახურებით ქართველ ხალხს", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. რომელსაც ამჟამადხელს აწერენ:1. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი;2. ადამიანის უფლებათა ცენტრი;3. ალტერნატივა ჯორჯია;4. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”;5. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის“;6. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის;7. ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი;8. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია;9. ბათუმელები;10. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი;11. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო;12. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი;13. გორის სათემო რადიო მოზაიკა;14. დაქალი;15. დემოკრატ მესხთა კავშირი;16. დემოკრატია მოქმედებაში;17. დემოკრატიის ინსტიტუტი;18. დემოკრატიის კვლევის ცენტრი;19. დემოკრატიის მცველები;20. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);21. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;22. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;23. თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის;24. თანასწორობის მოძრაობა;25. თბილისის ადამი...