„თითქმის სამი თვეა, საქართველოს ხალხი დემონსტრაციებს მართავს ევროკავშირში საკუთარი მომავლის მხარდასაჭერად, საქართველოს მმართველების აღებული კურსის წინააღმდეგ“, - წერს გერმანიის საგარეო უწყება X-ზე. „მათ კვლავ პასუხობენ დაშინებით, დაპატიმრებითა და ძალადობით“.„დღეს გერმანიამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში შემოსვლაზე ქართველი თანამდებობის პირებისათვის, რომლებიც [პროტესტის] ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელნი“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო. три მანამდე, 2024 წლის 31 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, - რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“, - ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.მათი ვინაობა არ დაუსახელებია. სანქცირებულთა სახელები არც ახლა არ ახლავს თან საგარეო უწყების განცხადებას.28 ნოემბრიდან დღემდე, ჯამში ათობით თანამდებობის პირსა თუ სხვა ადამიანს დაუწესდათ სავიზო სანქციები აშშ-სგან, ბალტიის ქვეყნებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, ჩეხეთისა და უკრაინისგან. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დააწესეს პერსონალური, ფინანსური სანქციებიც.2025 წლის 25 თებერვალს გერმანიის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას. ასევე ნახეთ სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება, მაგრამ პროექტები ჰაერშია გამოკიდებული - გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას აჩერებს ...