24 მარტს გადადგმული ნაბიჯი ნიშნავს, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მიიღებს 7,46 მილიონ დოლარს - თანხას, რომელიც მას უნდა მიეღო მარტის პირველ 14 დღეში, სანამ 14 მარტს აშშ-ის კონგრესი ფედერალური დაფინანსების გაგრძელების შესახებ ახალ რეზოლუციას მიიღებდა, ხოლო 15 მარტს USAGM რადიოსთვის გრანტის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.რადიო თავისუფლება USAGM-ის ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სასამართლოში."სააგენტომ გადადგა დაუყოვნებელი ადმინისტრაციული ნაბიჯები [თანხის] გადაცემის დასაწყებად", - წერს USAGM სასამართლოს სარჩელზე საპასუხოდ თანდართულ წერილში და დასძენს, რომ გადაცემა განხორციელდება 26 მარტს, RFE/RL კი თანხას თვის ბოლოს მიიღებს.24 მარტს მოგვიანებით გამართულ სასამართლო სხდომაზე, USAGM-ის ადვოკატმა აბიგეილ სტაუტმა თქვა, რომ USAGM-სა და RFE/RL-ს შორის მოქმედი საგრანტო ხელშეკრულება, როგორც ეს საერთაშორისო სამაუწყებლო აქტითაა განსაზღვრული, სააგენტოს ანიჭებს ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებამოსილებას - თუკი RFE/RL-ი არ შეასრულებს მასში განსაზღვრულ პირობებს."ამდენად, წესდება რეალურად ითვალისწინებს, რომ სააგენტოს შეუძლია გრანტის შეწყვეტა", - თქვა მან.საპასუხოდ, RFE/RL-ის ერთ-ერთმა ადვოკატმა დევიდ ზიონტსმა განაცხადა, "აზრს მოკლებული" იქნებოდა კონგრესის მხრიდან დაფინანსების დამტკიცება მხოლოდ იმიტომ, რომ სააგენტოები როგორც მოისურვებენ, ისე მოიქცნენო.RFE/RL-ი სამართლებრივი ნაბიჯების მეშვეობით ცდილობს 2025 წლის 30 სექტემბრამდე კონგრესის მიერ განსაზღვრული და გამოყოფილი სრული საბიუჯეტო თანხის მოპოვებას და სურს, სასამართლომ ამ საკითხზე წინასწარი გადაწყვეტილება გამოსცეს.მოსამართლე როის ლამბერტის გადაწყვეტილებას სარჩელზე მომავალ კვირებში მოელიან."სინათლის სხივი სიცრუის წყვდიადში"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის საფრთხეს მხარდაჭერის ტალღა მოჰყვა იმ ქვეყნებში, რომლებსაც რადიო თავისუფლება ფარავს. ირანიდან - ბელარუსამდე, ავღანეთიდან - რუსეთამდე, პაკისტანიდან - უკრაინამდე - 27 ენაზე მოლაპარაკე აუდიტორია 23 ქვეყანაში - რადიო თავისუფლების მკითხველები, მაყურებლები და მსმენელები RFE/RL-ის ჟურნალისტებს აქებენ გაბედული, მიუკერძოებელი და სიმართლეზე დაფუძნებული რეპორტაჟებისთვის, იქნება ეს ფრონტის ხაზი თუ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტარული, რეპრესიული რეგიონები."თქვენ სინათლის სხივი იყავით, რომელიც სიცრუის წყვდიადს ანათებდა", - წერს უკრაინელი მკითხველი ოლეჰ პროზოროვი ფეისბუკზე და რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს მადლობას უხდის "პოლიტიკური თავისუფლებების დაცვისთვის". ასევე ნახეთ რადიო თავისუფლების გარეშე საქართველოში მედია გაღარიბდება, ვითარება დამძიმდება - ქარ...