„დემონსტრანტები აგრძელებენ დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისათვის მშვიდობიან აქციებს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა 25 მარტს. მის სიტყვებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს პლატფორმა X-ზე.„მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, შემომიერთდნენ და მხარი დაუჭირონ "მეგობარ აქტს“, - აცხადებს იგი. три სენატს „MEGOBARI აქტის“ განხილვა ორ დღეში, 27 მარტს, აქვს დაგეგმილი.კანონპროექტის განხილვა 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა სენატის საგარეო კომიტეტში გადაიდო მოსმენა, რომელზეც ეს საკითხი უნდა განეხილათ. ასევე ნახეთ სენატის საგარეო კომიტეტში გადაიდო მოსმენა, სადაც „მეგობარი აქტი“ უნდა განეხილათ 2025 წლის 22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ რუსთაველის გამზირისკენ.მსვლელობაში, რომელიც აშშ-ის სენატში ინიციირებული „MEGOBARI აქტის“ მხარდასაჭერად გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა. ასევე ნახეთ თბილისში გაიმართა „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა სენატორ შაჰინთან ერთად, „მეგობარი აქტის“ ინიციატორია რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელიც წლებია, საქართველოს საკითხებზე მუშაობს.მას შემდეგ, რაც სენატორი რიში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:„ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს“ .მანამდე დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიში დაუღალავად იბრძვის „ამერიკის უპირველეს ყოვლისა“ დღის წესრიგისთვის: „სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, წარმოადგენს აიდაჰოს შესანიშნავს ხალხს — შტატს, რომელიც მე მიყვარს და დიდი გამარჯვება მოიპოვა 2016, 2020 და 2024 წლებში!“ ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძე: „ან ჯიმ რიში გაემიჯნება პოლიტიკურ წარსულს, ან გამყარდება ეჭვი, რომ „დიპ სტეიტი“ კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს“ MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებებიდემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა - აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას - საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხ...