შემთხვევა 24 მარტს მოხდა. თვითმხილველის თქმით, პოლიცია 25 მარტის დილასაც იყო ადგილზე მისული.დაღუპულის მეგობრის დედა ამბობს, რომ ნგრევაში სამი ახალგაზრდა მოჰყვა.„ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია, ეს ორნი მძიმე მდგომარეობაში არიან“, - ამბობს ის "ტვ პირველთან" საუბრისას.მისი თქმით, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.ამ ადგილას, საიდანაც თბილისის ხედი იშლება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მიუხედავად, ხშირად იღებენ ფოტოებს. ასე გამოიყურებოდა ნაგებობა 2023 წელს. Google Maps-ის ფოტოებიდან ...