"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოსგან მიიღო ცნობა, დღეს, 27 მარტს, მოწმის სახით გამოკითხვასთან დაკავშირებით.ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის“ გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს."ქართული ოცნების" პარლამენტში შექმნილმა კომისიამ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მამუკა ხაზარაძე 25 მარტს დაიბარა ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის საქმის განხილვისას. ლეონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დაპატიმრებას ედავება და ამტკიცებს, რომ ამ საქმეში მამუკა ხაზარაძეც იყო ჩართული.მამუკა ხაზარაძის თქმით, მთელი ეს პროცესი ემსახურება იმას, "რომ საქართველოში მოკვდეს თავისუფალი აზრი", რომ ყველა თავისუფალი პოლიტიკური ჯგუფი, ამ შემთხვევაში "ძლიერი საქართველო", "იყოს დისკრედიტირებული"."ტყუილი და მართალი არეული ერთმანეთში მიეწოდოს საზოგადოებას, რათა მოხდეს პოლიტიკური დევნა და მოხდეს პოლიტიკური სივრცის გასუფთავება კრიმინალური "ქართული ოცნების" ძალაუფლებისთვის", - თქვა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე და კომისიაზე მიუსვლელობის მიზეზად დაასახელა ის, რომ „პარლამენტს არ აღიარებს ლეგიტიმურად“."მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზად ვართ მისივე სასამართლოში, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც შეიძლება არსებობდეს - მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული - მზად ვართ, სასამართლოს წინაშე არგუმენტირებულად გავარჩიოთ. არ ვამბობთ, რომ არ მოვდივართ და პასუხებს არ გავცემთ, ჩვენ ყველა კითხვას აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. მე პატივს ვცემ საზოგადოებას, ჩემსა და ბადრი ჯაფარიძის განვლილ ცხოვრებას, არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება. ნარატივს, რომლის კულტივაციასაც ახდენენ, რომ ჩვენი ბიზნესი ყოფილა ბინების წართმევა და სხვისი ბიზნესების წართმევა, მასზე ხელის მოთბობა, ვერ ნახავთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ, ისე როგორც ვინმეს ქონება“, - თქვა ხაზარაძემ.მისი სიტყვებით, "ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს, როგორც რუსი რეკეტიორი, მან ბიზნესზე წინა თავდასხმები ჩაანაცვლა უფრო დახვეწილი მეთოდებით, რუსული მეთოდებით - ეს არის მოგუდვის და ვითომ დამეგობრების მეთოდები, მაგრამ სინამდვილეში კომპა...