ამასთან, პარლამენტის ქვედა მხარეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებიდან რამდენიმემ ისროლა პიროტექნიკა პარლამენტის სასახლის მიმართულებით.დემონსტრანტთა ნაწილს სახე დაფარული აქვს.„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დეკემბრიდან აკრძალულია აქციებზე როგორც სახის დაფარვა, ასევე პიროტექნიკის გამოყენება.ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის თანამშრომლებიც, - როგორც უკანა შესასვლელთან, ასევე ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გადაღმა, ოლივერ უორდროპის ბაღში. три მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების მიზნების მისაღწევად, ქუჩის პროტესტთან ერთად, საჭიროა, რომ „ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი“ და „შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით“. ასევე ნახეთ შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული სპექტრის მონაწილეობით - ზურაბიშვილის ინიციატივა დემოსნტრანტების ნაწილი ამბობს, რომ გეგმავენ, პარლამენტთან ღამე გაათიონ და ხვალ, 1 აპრილს, „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყონ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში მისვლისას.მათივე თქმით, ისინი დაელოდებიან 8 აპრილამდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოქმედებებს და 8 აპრილიდან დაიწყებენ უწყვეტ პროტესტს. ეს ინიციატივა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას გააცნო პაატა ბურჭულაძემ. ...