2024 წელს „ფორბსს“ ივანიშვილის ქონების ღირებულებად $4,9 მილიარდი ჰქონდა მითითებული, წელს, 2025 წლის 1 აპრილს ასახული ცვლილებების შემდეგ კი - $2,7 მილიარდს უთითებს.გამოცემა ამ ცვლილების მიზეზებს არ განმარტავს - რედაქტორი მხოლოდ მიუთითებს ზოგად ცნობებს ივანიშვილის შესახებ, - რუსეთში გამდიდრებას, პოლიტიკურ კარიერას საქართველოში და შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ სასამართლო დავას.ამ რაოდენობის თანხით, მსოფლიოს მასშტაბის მილიარდერების სიაში ბიძინა ივანიშვილი 1299-ე ადგილზეა.მეორე გავლენიან გამოცემას, „ბლუმბერგს“, რომელიც ასევე აწარმოებს მილიარდერების ინდექსს, ბიძინა ივანიშვილის ქონება გაცილებით მეტად აქვს შეფასებული.კერძოდ, „ბლუმბერგის“ თანახმად, ივანიშვილის ქონება $7,35 მილიარდად არის შეფასებული. თებერვალში, „ბლუმბერგის“ გამოთვლებით, ივანიშვილის ქონებამ მისთვის რეკორდულ $7,8 მილიარდს მიაღწია.გამოცემები სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლიან ქონებას და სხვა მილიარდერების მაგალითზეც ჩანს განსხვავებები.მაგალითად, უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებას ამჟამად ფორბსი $340 მილიარდად აფასებს, „ბლუმბერგი“ კი - $316 მილიარდად. ...