შინაგან საქმეთა სამინისტროს რესპუბლიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არსლან ირახანოვმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რამზან კადიროვის სახელით მიიღეს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, ადამ კადიროვმა, რომელსაც არაერთხელ მიენიჭა სახელმწიფო ჯილდოები, პირადად გადასცა რვა თანამშრომელს "ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის" მედლები.შარშან რამზან კადიროვმა მისი უმცროსი შვილი ძალოვან უწყებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ასევე ნახეთ კადიროვმა თავისი 16 წლის ვაჟი დანიშნა ჩეჩნეთის საგანგებო ძალების სკოლის ზედამხედველად ადამ კადიროვმა 2023 წლის აგვისტოში გაითქვა სახელი, როცა გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავდა მის მიერ რუსი თინეიჯერის, ყურანის დაწვის ბრალდებით დაპატიმრებული ნიკიტა ჟურაველის ცემას. ამ ინციდენტის შემდეგ, ადამ კადიროვს მიანიჭეს ბევრი ჯილდო, მათ შორის "მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის ისლამის და მისი ღირებულებების განმტკიცებაში". ასევე ნახეთ ადამ კადიროვს მეშვიდე ორდენი მიანიჭეს - ამჯერად ისლამის დაცვისთვის ასევე ნახეთ „მისი გულისთვის კადიროვი მზადაა... გაიქცეს". რა ხდება კადიროვსა და პუტინს შორის? ...