„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტროლი გადასცეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებულ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს“, - აცხადებენ სენატორები და წარმომადგენელთა პალატის წევრები.„ჰელსინკის კომისიის“, - იგივე აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“, - წევრები ასევე წერენ, რომ ინვესტორ კომპანიას, „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიას“, აქვს „ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების გამოყენების ისტორია მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციის, დესტაბილიზაციისა და ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავების მიზნით“. три „რუსეთთან თანამშრომლობით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას“, - აცხადებენ კონგრესმენები.მათი აზრით, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების შემდეგ პროექტის ჩინეთთან ერთად განვითარებით „კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და საკუთარი ეკონომიკური მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარს“.„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და შეაფასოს [სატენდერო] წინადადებები მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ განვითარების მიზნით“, - წერენ კონგრესმენები.ინტერესთა გამოხატვის პროცესი 2024 წელს დასრულდა.განცხადებას ხელს აწერენ:„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი;თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი;მაღალი რანგის წევრი, დემოკრატი სენატორი შელდონ უაიტჰაუსი;მაღალი რანგის წევრი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი;კომისარი, დემოკრატი კონგრესმენი მარკ ვიზი;„ჰელსინკის კომისიის“ წევრი, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კორნინი. ასევე ნახეთ ანაკლიის სანქცირებული ინვესტორი: რას ნიშნავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის სტრატეგიულ პროექტში ჩართვა „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა.შერჩეულ ფირმას, რომელიც აშშ-ს სანქცირებული ჰყავს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დარღვევებს ედავებიან და „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ.2024 წლის მაისში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აშშ „პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს“, ვისთან დაიჭირონ საქმე, თუმცა დასძენს, რომ ჩინეთის კომპანიებთან საქმის დაჭერისას საჭიროა, „გაირკვეს პოტენციური ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე“. ასევე ნახეთ „ეს თითქმის იმპერიული ამბიციაა“ - რა აინტერესებს ჩინეთს საქართველოში | ინტერვიუ კონსორციუმის ერთ-ერთი შემა...