ინფორმაცია ყაველაშვილის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ გაავრცელა მისმა მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ლუკა ეხვაიამ.საზოგადოებრივი მაუწყებლის პოდკასტ „42-ე პარალელის“ 2 აპრილს გასულ ეპიზოდში ლუკა ეხვაიამ თქვა, რომ ყაველაშვილის პირველი საგარეო ვიზიტი 14-15 აპრილს აზერბაიჯანში შედგება. ასევე ნახეთ სამ თვეში ოთხი მილოცვა „ქართულ ოცნებას“ ილჰამ ალიევისგან „შემდეგ უკვე სომხეთში, სავარაუდოდ, თვის ბოლოს. რიცხვები ჯერ არ არის განსაზღვრული“, - თქვა მან.ლუკა ეხვაია, - რომელიც აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტას მიიჩნევს „დიდ ნაბიჯად დეკოლონიზაციის გზაზე“ და თვლის, რომ საჭიროა, საქართველო რეგიონულ „3+3“ ფორმატში ჩაერთოს, - ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. ასევე ნახეთ 6424 ლარი თვეში - ყაველაშვილის მრჩეველი საგარეო საკითხებში ტიკტოკზე „ფუკოს ქანქარის“ ავტორია „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ ორივე სახელმწიფოში იმყოფებოდა. ერევანში ის 20 მარტსაც ჩავიდა და სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრასაც დაესწრო. ასევე ნახეთ ბოლო ათ თვეში მესამედ - ირაკლი კობახიძის დელეგაცია ბაქოში ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე კვლავ სომხეთში ჩავიდა - ის ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე პრობლემები აქვს 2024 წლის არჩევნებისას გაყალბებაზე ბრალდებების, მოგვიანებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგში დაყენების გადავადებისა და საპროტესტო დემონსტრაციების ძალის გამოყენებით დაშლის ფონზე.მმართველ გუნდს გასული განმავლობაში დასავლეთთან ურთიერთობები იმდენად გაუფუჭდა, რომ 2024 წლის სადავო არჩევნებში გამარჯვება ევროკავშირის მხოლოდ ერთმა ქვეყანამ, უნგრეთმა მიულოცა.ევროკავშირი და მისი წევრი არაერთი ქვეყანა, აშშ-სთან ერთად, არჩევნებისას დარღვევებზე მიუთითებენ. ქვეყნების ნაწილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს და მათთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. ასევე ნახეთ ბრიუსელი, ჰარვარდი, დუბაი - ვადარებთ, რომელ ქვეყნებში დადიოდნენ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრები ადრე და ახლა ასევე ნახეთ „ოცნების“ საერთაშორისო ლეგიტიმაცია - ვინ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას? ...