„მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესი“, — განაცხადა მინისტრმა ცაჰნკამ 3 აპრილს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს.„ეს საკითხი მაგიდაზე დევს და პროცესის დაწყებას 15 წევრი ქვეყანა სჭირდება, რომ შევაფასოთ და ვუთხრათ რეჟიმს, ქმედებები შეცვალოს“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Euroscope-ის ჟურნალისტის, თამარ ნუცუბიძის კითხვაზე პასუხად.„ესტონეთმა ათობით და ათობით სხვადასხვა პირს დაუწესა პერსონალური სანქციები, მათ შორის [ბიძინა] ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრს“, — თქვა მარგუს ცაჰკნამ.ჯამში ესტონეთში შესვლა საქართველოს მოქალაქე/„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 83 ადამიანს აქვს ქვეყანაში შესვლა აკრძალული.ჯერ უცნობია, როდის იმსჯელებენ ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.უვიზო მიმოსვლის შეჩერებაევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ 2025 წლის იანვრის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე.შედეგად, ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩერდათ. ასევე ნახეთ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ - ევროკავშირის საბჭო თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები აცხადებდნენ, რომ ეს მხოლოდ ნაწილია იმ შესაძლო ზომებისა, რასაც ბრიუსელში განიხილავენ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ ნაბიჯებზე საპასუხოდ.უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი სწორედ ესტონეთმა დააყენა დღის წესრიგში 2025 წლის 27 იანვარს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე.„არ ვამბობ, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა ნათელი, მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ მთავრობას“, - თქვა მაშინ ცაჰკნამ.2024 წლის 5 დეკემბერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა დაწერა, რომ ემხრობა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. ასევე ნახეთ ნიდერლანდი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოწოდებით გამოდის ამ საკითხზე ბრიუსელში ჯერ კიდევ 2024 წლის მაისიდან მსჯელობენ. ასევე ნახეთ ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მსჯელობენ ესტონეთის სანქციებიესტონეთის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები ეხებათ შემდეგ პირებს:მოსამართლეები: ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო ტარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებუაძე, ეკა ბარბაქაძე;...