2 აპრილი, 2025: „საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი... ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა“.4 აპრილი, 2025: „გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით... გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას“„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს ორი განცხადება ორი დღის შუალედით გააკეთა. ამ ორ დღეში გაირკვა, რომ:გრიგოლ ლილუაშვილმა ვადაზე ადრე დატოვა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა;მისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაყო და რეგიონული მინისტრის პოსტზე წარადგინა;ლილუაშვილი თანამდებობაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა;წარდგენიდან ორ დღეში ლილუაშვილი და „ქართული ოცნება“ ვერ შეთანხმდნენ, როგორც კობახიძე ამბობს „მოადგილეების საკითხზე”. გადაწყდა, რომ ის მინისტრი აღარ იქნება.რეგიონულ სამინისტროს თბილისის მერის მოადგილე, კახა გულედანი უხელმძღვანელებს. ის ხელისუფლებაში ბიზნესიდან მივიდა. 2016-2017 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამის შემდეგ შემდეგ სამგორის რაიონის გამგებელი ხდება, მოგვიანებით თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი, და ბოლოს დედაქალაქის მერის მოადგილე.„კანონის თანახმად, [მინისტრის მოადგილეები] პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის წარდგინებით… აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომელიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. დანარჩენი, შიდა სამზარეულოა“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს რომელსაც აინტერესებდა მაინც რაზე ვერ შეთანხმდნენ ლილუაშვილთან - და დაამატა:„ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე“. ირაკლი კობახიძე სადავო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობის სხდომაზე რა დგას ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების უკან, რაზეც ირაკლი კობახიძემ არ ისაუბრა?პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ცდილობენ გამოიცნონ მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებების რეალური მიზეზი, მიზანი და ავტორიც.გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის ერთგულ და ზედმიწევნით ლოიალურ ფიგურად მიიჩნევა. ის 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ყველაზე გავლენიან სტრუქტურას - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მიუხედავად მედიაში რამდენჯერმე გავრცელებული ცნობისა, რომ მას ქართული ოცნება პრემიერ-მინისტრად განიხილავდა, ის არავის ჩაუნაცვლებია. გარდა ამ ბოლო შემთხვევისა. ლილუაშვილს ...