ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქსენია ბოროდინა საქართველოში იმყოფება - მიუხედავად იმისა, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და სრულიად ღიად არის ნამყოფი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე, ის საქართველოს საზღვარზე 2022 წლის ნოემბერშიც თავისუფლად შემოვიდა.რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარის მიღებას, როგორ და რატომ კვეთს ცნობილი რუსი ტელეწამყვანი საქართველოს საზღვარს უპრობლემოდ - უწყების პასუხი, მიღების შემთხვევაში, მასალაში აისახება. ასევე ნახეთ საქართველოს სტუმრობს რუსი ტელეწამყვანი, რომელსაც “ოკუპაციის შესახებ“ კანონი აქვს დარღვეული რუსი პროპაგანდისტის საქართველოში ყოფნის ფონია ათამდე ევროპელი ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი, რომლებიც ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებიდან ისე გააბრუნეს უკან, რომ მათთვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმის მიზეზიც არ განუმარტავთ. ასევე ნახეთ „მაქვს განცდა რომ აქციებზე შემამჩნიეს“ - ფრანგი ფოტოგრაფი ჰყვება, როგორ არ შემოუშვეს საქართველოში ასევე ნახეთ "არსებობს შავი სიები" - როგორ აბრუნებენ ევროპელ ჟურნალისტებს საზღვრიდან ...