ცხედარი ქუჩაში, რაკეტის ჩამოვარდნის ადგილთან ახლოს იყო, - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.მანამდე ქალაქის ხელისუფლებამ სამი დაშავებულის შესახებ განაცხადა. ხანძარი ქალაქის დარნიცკის, სოლომენსკის და ობოლონის რაიონებში გაჩნდა. დაუსახლებელი შენობა ჩამოინგრა, რამაც რამდენიმე მანქანა დააზიანა. ბიზნესცენტრის შენობა ნაწილობრივ დაზიანდა. ასევე ნახეთ რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის მხრიდან კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას."დილის 6:30 საათისთვის კიევი და უკრაინის დანარჩენი ნაწილი კვლავ რუსეთის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების თავდასხმის ქვეშ რჩება. დედაქალაქში ხმამაღალი აფეთქებებია და ბევრ ქალაქში თავდასხმების შესახებ ცნობებია", - წერს აშშ-ის ელჩი კიევში ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში.წინა დღით უკრაინის პრეზიდენტი უკმაყოფილო დარჩა აშშ-ის ელჩის კომენტარით, რუსეთის მხრიდან ქალაქ კრივოი როგზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე. ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი "უსიამოვნოდ გაკვირვებულია" კრივოი როგის დაბომბვაზე აშშ-ის ელჩის "სუსტი" რეაქციით კიევის ოლქში დღეს გლოვის დღეა კრივოი რიგზე 4 აპრილს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. კრივოი როგში, სადაც რუსული ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, მსხვერპლის რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ცხრა ბავშვია. ...