აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს ქვეყნებისთვის საბაჟო ტარიფების დაწესების გამო მეორე კვირაა, კომპანიები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.დღეს, 7 აპრილს, ტოკიოს ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას, თითქმის 9%-ით დაეცა ინდექსი Nikkei, რომელიც იაპონიის 255 კომპანიის აქციათა მდგომარეობას ასახავს.ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ვარდნა 6-8% იყო. 8%-ით დაეცა ჰონგ-კონგის ბირჟის ინდექსი. სამხრეთ კორეის ბირჟაზე აქციათა კურსის ვარდნის გამო ვაჭრობა დროებით შეაჩერეს.ავსტრალიის ბირჟაზე 4%-ით შემცირდა ინდექსი ASX 200.განახლება: 7 აპრილს დილით, ვაჭრობის დაწყებისას 10%-ით დაეცა გერმანიის საფონდო ინდექსი DAX-იც და დაახლოებით 6%-ით დიდი ბრიტანეთის FTSE. დღეს ძირითადი ინდექსების ვარდნას ელოდებიან ამერიკის საფონდო ბირჟაზეც, რომელიც მოგვიანებით გაიხსნება. ასევე ნახეთ თეთრ სახლში რუსეთთან მოლაპარაკებებს დაუკავშირეს ამ ქვეყნის უტარიფოდ დატოვება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აპრილს განაცხადა, რომ კვირის ბოლოს ესაუბრა პოლიტიკოსებს, მათ შორის ევროპასა და აზიაში, სადაც ტარიფებზე შეთანხმების მიღწევა სურთ.პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არის სავაჭრო პარტნიორებთან ტარიფების განსახილველად, მაგრამ სავაჭრო დეფიციტსა და დისბალანსს აღარ შეეგუება.აშშ-ის პრეზიდენტმა, რომლის სატარიფო პოლიტიკამ მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე შოკი გამოიწვია, თავისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაიცვა და განაცხადა, რომ ზოგჯერ რაღაცის გამოსასწორებლად წამლის მიღებაა საჭირო. ასევე ნახეთ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მათ შორის საქართველოს - 10%-იანი ტარიფი დონალდ ტრამპმა 2 აპრილს გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს უწესებს საპასუხო საბაჟო გადასახადებს. მინიმალური ტარიფი 10%-ია, მაქსიმალური კი 50%-ს უახლოვდება.აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გასულ კვირაში მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია ევროპის, აზიისა და თავად ამერიკის საფონდო ბირჟებზე.ტრამპი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის, სავაჭრო ბალანსის დაცვისა და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ამერიკელებზეც. ასევე ნახეთ აშშ-ში ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე ნახეთ საპასუხო ზომები, მოლაპარაკებებისკენ მოწოდება - მსოფლიო ტრამპის ტარიფებზე რეაგირებს ...